
2023 წლის Mercedes-AMG G63, Obsidian Black. 4.0 V8 Biturbo, 585 ცხ.ძ., AMG Speedshift 9G, სრული წამყვანი სამი ბლოკირებით. სალონი G manufaktur: კონიაკისფერი ნაკერიანი ტყავი, კარბონის ჩანართები, ორი 12,3-დუიმიანი ეკრანი, Burmester. შავი დისკები, მრგვალი LED ფარები, Panamericana ცხაური. Autohub-ის პარკიდან: მოვლილია რეგლამენტით, სერვისის ისტორია თან ახლავს. განბაჟებულია და საქართველოშია აღრიცხვაზე, გადაფორმება სერვისის სააგენტოში ერთი ვიზიტით. დათვალიერება და ტესტ-დრაივი თბილისში, გარიგებამდე — შემოწმება ნებისმიერ სერვისში თქვენი არჩევით. VIN მოთხოვნით.
ეს მანქანა ქირავდება კიდეც. წაიყვანეთ უქმეებზე ან ერთი კვირით და იარეთ, როგორც საკუთარით: ქალაქში, ტრასაზე, ბარგით. ასე მანქანაზე მეტს გაიგებთ, ვიდრე ნახევარ საათში გამყიდველის გვერდით. თუ ყიდვას გადაწყვეტთ, უკვე გეცოდინებათ, რას იღებთ.